02.მაისი .2016 12:52

პირველად 50 წლის შემდეგ, ამერიკიდან კუბისკენ საკრუიზო ლაინერი გაემგზავრა

views 1319
უკან

საკრუიზო ლაინერი Fathom Adonia პირველია, რომელმაც ნახევარი საუკუნის შემდეგ ამერიკიდან კუბისკენ აიღო გეზი. ლაინერი დანიშნულების ადგილზე ორშაბათს ჩავა.
 
ლაინერის მგზავრებისთვის კუბაზე სხვადასხვა ტურისტული მარშუტები შედგა.

ამერიკამ და კუბამ ურთიერთობების განახლებაზე 2014 წლის დეკემბერში განაცხადეს. მარტში კი ნახევარკუნძულზე ბარაკ ობამას ისტორიული ვიზიტიც შედგა - პირველად 88 წლიანი პაუზის შემდეგ ამერიკის პირველი პირი კუბას ესტუმრა.