მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველად 54-წლიანი არსებობის ისტორიაში ITB Berlin არ ჩატარდება - მიზეზი კორონავირუსია

5e596ae21ee60
თამთა ჯიჯავაძე
28.02.20 23:21
995
ახალი კორონავირუსის გავრცელების საშიშროებიდან გამომდინარე, გერმანიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და პირველად, 54-წლიანი არსებობის ისტორიაში მიიღო გადაწყვეტილება არ ჩატარდეს ITB Berlin 2020 წელს.

შესაბამისი ინფორმაცია ITB Berlin-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანი ღონისძიების გაუქმების ან ჩატარების გადაწყვეტილება შესაბამისი უწყებების ინსტრუქციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება.

Messe Berlin GmbH-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის თქმით, ღონისძიებაში 180 ქვეყნიდან 10 000-ზე მეტ წარმომადგენელს უნდა მიეღო მონაწილეობა, მისივე განცხადებით, ITB Berlin-ს უდიდესი მნიშვნელობა აქვს გლობალური ტურიზმის ინდუსტრიაში. თუმცა, ისინი ასევე სერიოზულად უდგებიან სტუმრების, მონაწილეებისა და დასაქმებულების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, რის გამოც აუცილებელი ხდება 2020 წლის ITB Berlin-ის გაუქმება.