მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველად ბოლო 11 წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიაშია

5f33b4904ea78
ნათია თაქთაქიშვილი
12.08.20 16:00
834
ბოლო 11 წლის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა პირველად აღმოჩნდა რეცესიაში კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკა მეორე კვარტალში 20.4%-ით შემცირდა მიმდინარე წლის პირველ სამ თვესთან შედარებით. მნიშვნელოვნად დაიკლო შინამეურეობების დანახარჯებმა, რადგან მაღაზიების უმრავლესობა მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე დაიხურა.

დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, შემთხვევა, როდესაც ეკონომიკა ორი კვარტლის განმავლობაში რეცესიაშია 2009 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა.

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკური სამსახურის მიხედვით, ეკონომიკაში პოზიტიური ნიშნები მხოლოდ ივნისიდან შეინიშნება, როდესაც ქვეყნის მთავრობამ კორონარუსისგამო დაწესებული რეგულაციების შერბილება დაიწყო.

სტატისტიკური სამსახურის განცხადებით, ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვია მაღაზიების, სასტუმროების, რესტორნების, სკოლების და ავტომანქანების შემკეთებელი საწარმოების დახურვამ.

როგორც ბრიტანეთის სტატისტიკური სამსახური აღნიშნავს, ორი კვარტლის მონაცემებით, ყველაზე ცუდი შედეგები აპრილის თვეში დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში ყველაზე მკაცრი შეზღუდვები იყო გამოცხადებული.

თვის ჭრილში, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა ივნისში 8.7%-ით გაიზარდა, მას შემდეგ რაც ბრიტანეთმა გახსნა ტანისამოსის და წიგნის მაღაზიები და განაახლა სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მნიშვნელოვნად იყო შემცირებული გასული ორი თვის განმავლობაში.