მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველად ისტორიაში მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებს საქართველოს ეროვნული ნაკრები

6299c48244619
BM.GE
03.06.22 12:24
668
პირველად საქართველოს ისტორიაში, მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებს საქართველოს ეროვნული ნაკრები. ტურნირი კოშიცეში, სლოვაკეთში ა/წ 4-11 ივნისს ტარდება და მასში 24 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს.

ეროვნული ნაკრები შეირჩა საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის გუნდებში მოასპარეზე გამორჩეული სპორტსმენებით, მათ შორის ძირითადი ბირთვი FC PSP-ს საფეხბურთო გუნდის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ამჟამად მიმდინარე ფუტსალის პროფესიონალური ლიგის ოთხეულში არიან. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ასევე ეროვნული ლიგის გამორჩეული მწვრთნელი ბესარიონ არველაძე, ამასთან PSP-ს გუნდის მწვრთნელია.

საქართველოს ნაკრები С ჯგუფშია განთავსებული და თავის პირველ თამაშს მონტენეგროსთან 5 ივნისს ითამაშებს 13:45სთ-ზე თბილისის დროით. ტურნირი 24 ქვეყანაში გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით, მათ შორის საქართველოში, სილქზე (SilkUniversal).

ევროპის ჩემპიონატი 2023 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს წარმოადგენს.

საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრების მთავარი პარტნიორია PSP, რომელიც საკუთარი საფეხბურთო გუნდით ჯანსაღი ცხოვრების წესის მაგალითი და პოპულარიზატორია.