მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველად ვიწვევთ სამუშაო ძალას სხვა ქვეყნიდან - ელჩი გერმანიაში ქართველების დასაქმებაზე

60251d5452e02
ინგა მურუსიძე
11.02.21 16:02
2827
საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, გერმანია სხვა ქვეყნებიდან დროებით ლეგალური დასაქმების პროექტს ყველა ქვეყანასთან არ ახორციელებს და ის საქართველოდან დაიწყო. გერმანია საქართველოს ყველა მოქალაქეს მიიღებს სამუშაოდ, ვისაც ამის სურვილი ექნება და პირობებს დააკმაყოფილებს.

განცხადება ელჩმა ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ელჩის თქმით, გერმანიის სოფლის მეურნეობაში ქართველების დასაქმების პროგრამის ამოქმედება ორწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგია, როგორც საქართველოს, ისე გერმანიის მხრიდან.

„როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, ეს არ არის გერმანიაში იმიგრაციის პროექტი, არამედ ეს არის დროებითი სამუშაო პროექტი გერმანიაში, რომელიც მაქსიმუმ 90 დღე გრძელდება. ეს იქნება სამუშაო ადგილები გერმანიაში, სოფლის მეურნეობის დარგში, დარწმუნებული ვარ, საქართველოში ბევრი ადამიანია, რომელიც ძალიან კარგად იცნობს სოფლის მეურნეობას, შეეძლებათ წვლილი შეიტანონ გერმანიის სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ხოლო მოგვიანებით საქართველოში დაბრუნებით თავიანთ სამშობლოში.

გერმანია ამ პროექტს არ ახორციელებს ყველა ქვეყანასთან, ამას ვიწყებთ საქართველოდან, დიდი ხნის შემდეგ ვიწყებთ პირველად და პირველად ვიწვევთ სამუშაო ძალას სხვა ქვეყნიდან. მიხარია, რომ ამას ვაკეთებთ რთული გლობალური პანდემიის დროს, განსაკუთრებით იმ რთული სოციალური მდგომარეობის დროს, რაც პანდემიამ წარმოქმნა“, - განაცხადა ელჩმა.

9.5 ევრო საათში - ქართველები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ - პირობები