მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა სისტემის ფუნდამენტურ გაუმჯობესებას გულისხმობს - მინისტრი

61c82b528ae93
თელარა გელანტია
26.12.21 12:43
548
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც 2021 წელს დაიწყო, სისტემის ფუნდამენტურ და კომპლექსურ გაუმჯობესებას გულისხმობს.

მინისტრის თქმით, რეფორმა ითვალისწინებს შემდეგ მნიშვნელოვან ღონისძიებებს:

Ø ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების გაზრდა და მინიმალური ხელფასის დაფიქსირება პროგრამაში;
Ø სოფლად და ქალაქებში სამედიცინო პერსონალის ბაზისური ანაზღაურების გათანაბრება;
Ø შედეგებზე დამყარებული დაფინანსების მექანიზმის ამოქმედება;
Ø ბაზისური კაპიტაციური დაფინანსების გაზრდა;
Ø სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობებისა და შრომის პირობების გაუმჯობესება;
Ø პჯდ სერვისების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
Ø ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება/დაწესებულებების მშენებლობა-აღჭურვა;
Ø დაწესებულებების ინტერნეტიზაცია/კომპიუტერული უზრუნველყოფა;

მინისტრის განცხადებითვე, რეფორმა ასევე ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე არამხოლოდ ფინანსური, არამედ ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, რისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ტელემედიცინის სისტემების დანერგვა.