მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველადი ტექინსპექტირება ავტომობილების 53%-მა ვერ გაიარა

5e397d65c579d
სალომე მეცხვარიშვილი
04.02.20 19:00
1084
პირველადი ტექინსპექტირება ავტომობილების უმრავლესობამ ვერ გაიარა. ეკონომიკის სამინისტროს მიერ bm.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციით, 2018 წლის იანვრიდან 2020 წლის 3 თებერვლამდე ჩატარდა 958 488 პირველადი ინსპექტირება, აქედან გამართული იყო - 447 920(47%) ავტომობილი, გაუმართავი 510 568(53%) ავტომობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სულ რეგისტრირებული მილიონ 300 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალებაა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვრიდან ყველა ტიპის ავტომობილისთვის ტექინსპექტირების გავლა სავალდებულოა. პროცესი 2018 წლიდან დაიწყო და ეტაპობრივად შევიდა ძალაში.