მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით, დიდ ქალაქებში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა

5e820298f259d
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.20 17:47
1137
საქართველოს 7 ქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების ფარგლებში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა.

ამის შესახებ პრემიერ მინისტმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ყველა მოქალაქე გადაადგილებისას ვალდებულია, თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

„პირთა გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ამ კონტროლის შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში ზუგდიდში და გორში ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შსს-ს ძალები და მასთან ერთად ჩართულნი იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები. ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქტი - ნებისმიერ მოქალაქეს გადაადგილების დროს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი“, - განაცხადა გახარიამ.