მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი არხის ახალი შენობის საფუძველში სიმბოლური კაფსულა ჩაეშვა

5fec97986b5e6
BM.GE
30.12.20 19:01
2542
პირველი არხის ახალი შენობის საფუძველში სიმბოლური კაფსულა ჩაეშვა. დღეს, 30 დეკემბერს მაუწყებელს 64 წელი შეუსრულდა და არხის ახალი შენობის მშენებლობას დაედო საფუძველი. 

„დღეს საქართველოს პირველი ტელევიზიის დაბადების დღეა, პირველი მაუწყებლობიდან 64 წელი შესრულდა, გადავწყვიტეთ, ეს შესაძლებლობა არ გაგვეშვა ხელიდან და პირველი არხის ახალი შენობის საძირკველში სიმბოლურად კაფსულა ჩავდეთ. ეს ჩვენი თანამშრომლებისთვის ძალიან ემოციური დღეა, რადგან ათწლეულებია, გვესმის, რომ გადავდივართ ამ შენობიდან . მედიის ძალა არის სიტყვა და ამიტომაც კაფსულა მნიშვნელოვანი სიტყვებით ავავსეთ, საძირკველში ის გზავნილები ჩავდეთ, რომლებიც პირველი არხის თანამშრომლებს ეკუთვნით." – განაცხადა არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

ახალი შენობის დიზაინი საზოგადობის ჩართულობით, საჯარო კონკურსით შეირჩა, ის შპს "თბილქალაქპროექტს" ეკუთვნის. სამშენებლო სამუშაოებს 2020 წელს ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დაგი“ აწარმოებს, ზედამხედველობას კი კომპანია „სი ემ სი“ უწევს, რომელიც ასევე ტენდერის შედეგად არის შერჩეული. ფინალურ ფაზაშია ტექნიკური გადაიარაღების პროექტიც, რომლის ფარგლებში ნაყიდი ტექნიკა და ტექნოლოგია მთლიანად გადმოვა და დაინერგება ახალ შენობაში.

“პირველი არხის ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული და შინაარსობრივად განსაკუთრებული დატვირთვის მქონე ობიექტია, ჩვენთვის, როგორც 20 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიისთვის, განსაკუთრებული პატივია. “დაგის” მთელი სამუშაო ჯგუფი სრულიად მზად არის, ამ გამოწვევას წარმატებით გაუმკლავდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ მშენებლობის ხარისხზე, ვადებსა და უსაფრთხოებაზე.” - გოგი გულორდავა, “დაგის” დამფუძნებელი

პროექტის ღირებულება 43.6 მილიონი ლარია.

NS