მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი ფერმა საქართველოში, სადაც რობოტი იმუშავებს

60ef1c516f8f9
ანუკა ჯოხაძე
15.07.21 00:00
3712
კახეთში, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში 1.5 მილიონი ლარის ინვესტიციით თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ფერმერული მეურნეობა იხსნება. აღნიშნული ფერმის აღჭურვას და შემდეგ უკვე გამართულ მუშაობას კომპანია "კავკასუს გენეტიკა" განახორციელებს. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ხატიაშვილი bm.ge-სთან საუბარში განმარტავს, აღნიშნული ფერმა 50 ფურზე იქნება გათვლილი, სადაც საქონელს რობოტი გამოკვებავს.

"პირველი ფერმა იქნება საქართველოში, სადაც რობოტი იმუშავებს და სწორედ ის მოახდენს საკვების დაყრას. სამხრეთ კავკასიაში ასეთი პროექტი თითქმის არ განხორციელებულა", - აღნიშნა ხატიაშვილმა.

მისივე თქმით, ფერმას სასწავლო-სადემონსტრაციო დანიშნულებაც ექნება, სადაც სტუდენტები გადამზადდებიან და განათლებას მიიღებენ.

“ერთ-ერთი ფერმა იქნება კახეთში, ტიბაანში. აღნიშნული ფერმერული მეურნეობა მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი. არსებობს შვედური კომპანია Delaval-ი, რომელიც მსოფლიოში რძის ფერმების ტექნოლოგიური აღჭურვილობის მიწოდების კუთხით ლიდერია. სწორედ ამ კომპანიის ტექნოლოგიით იქნება აღნიშნული ფერმა აღჭურვილი. ფერმერებს და სტუდენტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შესაძლობლობა ექნებათ შესაბამისი ცოდნა მიიღონ, მეცხოველეობის სხვადასხვა დარგში კვალიფიკაცია აიმაღლონ. ჯამურად აღნიშნულ პროექტში 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება", - აცხადებს "კავკასუს გენეტიკას" დირექტორი გიორგი ხატიაშვილი.

 ფერმა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ამოქმედდება.