16.მარტი .2020 11:23

პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ერთი კვირა თვითიზოლაციაში იქნება - მარინა ეზუგბაია

views 405
უკან

პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი საავადმყოფოს დატოვების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„გუშინ დღის პირველ ნახევარში გაცხადდა, რომ ჩვენი პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მასთან განმეორებით, ორჯერადად, ტესტირებით მიღებული არის უარყოფითი პასუხი.

მეორე პაციენტი, რომელთანაც მიღებული იყო პირველადად უარყოფითი პასუხი, დღეს ჩატარდება მასთანაც ტესტირება და ალბათ დღის ბოლოსკენ გეტყვით ტესტირების პასუხს. ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება ჩვენი მეორე, გამოჯანმრთელებული პაციენტი.

როგორც იცით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ უკვე გამოქვეყნა პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტის სტატუსი. გამოჯანმრთელებული პაციენტის მდგომარეობა ალბათ დღეს კიდევ ერთხელ შეფასდება და დღის განმავლობაში მიიღებს გადაწყვეტილებას და დატოვებს კლინიკას, თუმცა როდის და როგორ - ამას ვერ გეტყვით. ასევე, ის გაწერიდან ერთი კვირის განმავლობაში დარჩება თვითიზოლაციაში“, - განაცხადა ეზუგბაიამ.