23.ივნისი .2022 18:26

პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია (R)

პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია (R)
views 585
უკან

ქართული ფინტექ სტარტაპი CityPay.io და კრიპტოვალუტის მიმოცვლის კომპანია Bitnet ქართულ ბაზარს ერთობრივ პროდუქტს - კრიპტო POS-ტერმინალს სთავაზობს.

კრიპტო ვალუტისა და ბლოკჩეინის განვითარებასთან ერთად სულ უფრო რთული ხდება ფიზიკური პირებისთვისა ბიზნესებისთვის კრიპტო აქტივების არა როგორც საინვესტიციო, არამედ ყოველდღიური საჭიროებებისათვის გამოყენება.

POS-ტერმინალი კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გადაიხადოს კრიპტოვალუტით მაღაზიათა ქსელებსა და სავაჭრო ობიექტებში. ეს მაღალტექნოლოგიური საგადახდო მექანიზმი საინტერესოა ბიზნესებისთვის, რომლებიც მუდმივად ნერგავენ ინოვაციური სერვისებს.

კრიპტო მფლობელებს დღეიდან შეეძლებათ ნაღდი ფულის ან საბანკო ბარათის გარეშე, მხოლოდ კრიპტო საფულის გამოყენებით გადაიხადონ რესტორნებში, ტურისტულ მაღაზიებში, სუპერმარკეტებსა თუ სასტუმროებში მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ.

POS-ტერმინალის მოწყობილობაზე გადახდა 2 მარტივ ეტაპს მოიცავს:

1. ვალუტის არჩევა
2. QR კოდის სკანირება

სავაჭრო ობიექტის წარმომადგენელი ირჩევს თანხას ეროვნულ ან საერთაშორისო ვალუტაში, სისტემა კი ბიტნეტის, როგორც ლიკვიდატორის დახმარებით, ავტომატურად აგენერირებს კონკრეტული მომენტისთვის არსებულ ოპტიმალურ გაცვლით კურსს. ამის შემდეგ მომხმარებელს საშუალება აქვს, დაასკანეროს QR კოდი და რამდენიმე წამში შეასრულოს გადახდა. დასტურს მოწყობილობა ქვითრის ამობეჭდვის სახით იძლევა.

ტრანზაქციის პროცესში, ბიზნეს მფლობელის ანგარიშზე აისახება ზუსტად ის თანხა, რაც პროდუქტის ღირებულებაა, ეროვნულ ვალუტაში და რაც მთავარია, დამატებითი საკომისიოს გადახდის გარეშე.

POS-ტერმინალის მიღება, ისევე, როგორც ინტეგრაცია და ტექნიკური მხარდაჭერა სრულიად უფასოა. ბიზნესი იხდის მხოლოდ მინიმალურ საკომისიოს, რაც სტანდარტულ მეთოდებთან შედარებით, თითქმის 5-ჯერ ამცირებს ტრანზაქციის მიღების ხარჯებს.

POS-ტერმინალის წინასწარ შეკვეთა შეგიძლიათ თქვენი ბიზნესის დარეგისტრირებით სითიფეის ვებგვერდზე: www.citypay.io

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა