ქართული ფინტექ სტარტაპი CityPay.io და კრიპტოვალუტის მიმოცვლის კომპანია Bitnet ქართულ ბაზარს ერთობრივ პროდუქტს - კრიპტო POS-ტერმინალს სთავაზობს.
კრიპტო ვალუტისა და ბლოქჩეინის განვითარებასთან ერთად სულ უფრო რთული ხდება ფიზიკური პირებისთვისა ბიზნესებისთვის კრიპტო აქტივების არა როგორც საინვესტიციო, არამედ ყოველდღიური საჭიროებებისათვის გამოყენება. POS-ტერმინალი კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გადაიხადოს კრიპტოვალუტით მაღაზიათა ქსელებსა და სავაჭრო ობიექტებში. ეს მაღალტექნოლოგიური საგადახდო მექანიზმი საინტერესოა ბიზნესებისთვის, რომლებიც მუდმივად ნერგავენ ინოვაციური სერვისებს.
კრიპტო მფლობელებს დღეიდან შეეძლებათ ნაღდი ფულის ან საბანკო ბარათის გარეშე, მხოლოდ კრიპტო საფულის გამოყენებით გადაიხადონ რესტორნებში, ტურისტულ მაღაზიებში, სუპერმარკეტებსა თუ სასტუმროებში მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ.
POS-ტერმინალის მოწყობილობაზე გადახდა 2 მარტივ ეტაპს მოიცავს:
1. ვალუტის არჩევა
2. QR კოდის სკანირება
სავაჭრო ობიექტის წარმომადგენელი ირჩევს თანხას ეროვნულ ან საერთაშორისო ვალუტაში, სისტემა კი ბიტნეტის, როგორც ლიკვიდატორის დახმარებით, ავტომატურად აგენერირებს კონკრეტული მომენტისთვის არსებულ ოპტიმალურ გაცვლით კურსს. ამის შემდეგ მომხმარებელს საშუალება აქვს, დაასკანეროს QR კოდი და რამდენიმე წამში შეასრულოს გადახდა. დასტურს მოწყობილობა ქვითრის ამობეჭდვის სახით იძლევა. ტრანზაქციის პროცესში, ბიზნეს მფლობელის ანგარიშზე აისახება ზუსტად ის თანხა, რაც პროდუქტის ღირებულებაა, ეროვნულ ვალუტაში და რაც მთავარია, დამატებითი საკომისიოს გადახდის გარეშე.
POS-ტერმინალის მიღება, ისევე, როგორც ინტეგრაცია და ტექნიკური მხარდაჭერა სრულიად უფასოა. ბიზნესი იხდის მხოლოდ მინიმალურ საკომისიოს, რაც სტანდარტულ მეთოდებთან შედარებით, თითქმის 5-ჯერ ამცირებს ტრანზაქციის მიღების ხარჯებს. POS-ტერმინალის წინასწარ შეკვეთა შეგიძლიათ თქვენი ბიზნესის დარეგისტრირებით სითიფეის ვებგვერდზე: www.citypay.io.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი