მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი ქართული მოდის მუზეუმის იდეა - „გვსურს, მოვიზიდოთ ინვესტორები“

608847fa9f925
ნუცა ბაზლიძე
12.05.21 21:45
1253
ბრენდ “Lanano“-ს თანადამფუძნებელმა ნანო ურიათმყოფელმა გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში პირველი ქართული მოდის მუზეუმის იდეა გააჟღერა. როგორც მან BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, ის აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მუზეუმი ფიზიკურ სივრცეში განთავსდეს. 

„მულტიფუნქციური მოდის მუზეუმი, ჩვენს ქვეყანას მოდის რუკაზე, როგორც მთელი რეგიონის მოდის ჰაბს გაააქტიურებს. ვფიქრობ, შესაძლებელია მოვიზიდოთ ინვესტორები, მოვიაზრებ, რომ შეიძლება დაინტერესდეს კულტურის სამინისტრო, მოდის სფეროში ჩართული ადამიანები, ხელოვნებით დაინტერესებულები პირები, მეცენატები“, - აღნიშნავს ნანო ურიათმყოფელი. 

მისი განმარტებით, გარდა ექსპონატების განთავსებისა, საგამოფენო პავილიონების წარმოდგენისა და დამთვალიერებლების მიღებისა, კონცეფცია მოიაზრებს ისეთ მიმართულებებსაც, როგორებიცაა: ინსტალაციები, ე.წ უორქშოფები, ტრენინგები და სხვა. ასევე იდეის ავტორის განმარტებით, მოიაზრება გამოცემების საშუალებით მოდის ერთგვარი ბიბლიოთეკის შექმნა, ე.წ მოდის რესტორნის განთავსება და მუზეუმის სივრცეში all-inclusive სერვისის გააქტიურება. 
 
"მოვიაზრებთ, რომ ჩვენი ბრენდის მიერ ექსპონატად წარმოდგენილი იქნება ქსოვილზე ხელით ნაქარგი, ოქროს ძაფით შესრულებული "ვეფხისტყაოსნის" სრული ტექსტი", - განმარტავს “Lanano“-ს თანადამფუძნებელი.  

ქართული მოდის მუზეუმის იდეის ავტორი აღნიშნავს, რომ პროექტში ჩართულობისთვის მზაობას არაერთი დიზაინერი გამოხატავს.