როგორ ვისწავლოთ აშშ-ში დაფინანსებით? - BMG-იმ ეს კითხვა $250 000-ის გრანტით, პრინსტონის უნივერსიტეტში ჩარიცხულ, ლაშა შამუგიას დაუსვა, რომელიც პირადი გამოცდილების საფუძველზე გვიყვება, რომ ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად რამდენიმე პირობის დაკმაყოფილებაა საჭირო.
„პირველი, რასაც ამერიკული უნივერსიტეტები აქცევენ ყურადღებას, ეს აკადემიური მოსწრებაა, ანუ ის ნიშნები, რასაც მოსწავლე 9-დან მე-12 კლასის ჩათვლით აგროვებს. მეორე მნიშვნელოვანი პირობა აქტივობები და კლასგარეშე საქმიანობაა, რომელიც მოსწავლის ინტერესს, ან მოტივაციას გამოხატავს, ხოლო მესამე კომპონენტი გამოცდებია, რომლებიც სტანდარტულად, ყველა საერთაშორისო სტუდენტისთვის საერთოა და გულისხმობს: ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატსა და უნარებს,“ - ამბობს შამუგია.
მისივე თქმით, კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც აუცილებლად უნდა გაეგზავნოს უნივერსიტეტს, ეს სამოტივაციო წერილი და მასწავლებლის მიერ დაწერილი სარეკომენდაციო წერილია, რაც შესაძლებლობას აძლევს უნივერსიტეტს, რომ მომავალი სტუდენტი უკეთ გაიცნოს. აპლიკაციის გაგზავნა კი დაინტერესებულ პირს ნებისმიერი სკოლიდან შეუძლია მთავარია მოსწავლეს მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდეს.
რაც შეეხება ამერიკაში სწავლის დაფინანსებას, შამუგიას თქმით, ის ძირითადად ორი ტიპისაა.
„პირველი ეს არის საჭიროებაზე დაფუძნებული, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლის ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას და უნივერსიტეტი გრანტის სახით თანხას თავად განსაზღვრავს და ასევე არსებობს სტანდარტული დაფინანსება, რომელიც აკადემიურ მოსწრებასა და გამოცდების შედეგებს ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში კი, ხშირად გრანტის ღირებულება წინასწარ არის განსაზღვრული,“ - აღნიშნავს ის.
რაც შეება შეკითხვას ამერიკული განათლების მთავარი უპირატესობის შესახებ, ლაშა შამუგია ამბობს რომ უპირატესობა ამ ქვეყნის განათლების სისტემის მრავალფეროვნებაშია.
„სწავლის მოდელი მეტად კვლევაზე, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და გააზრებაზეა ფოკუსირებული. ასევე სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, რომ სწავლის პერიოდში, ნებისმიერ დროს, პროფესია შეიცვალონ, რაც მნიშვნელოვანია, რადგან 17-18 წლის ასაკში შესაძლოა საბოლოოდ, არ ჰქონდეს ადამიანს გადაწყვეტილი, თუ რისი კეთება უნდა ცხოვრებაში,“ - განაცხადა შამუგიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას