არავის ვუზღუდავთ ორგანიზებულ საახალწლო გარევაჭრობაში ჩაბმას, - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.
“თბილისის მერია ყოველწლიურად, წინასაახალწლოდ განსაზღვრავს იმ ადგილებს, სადაც დროებით, ახალი წლის პერიოდში დაშვებულია გარევაჭრობა. წელსაც, გარევაჭრობისთვის გამოიყო რამდენიმე ადგილი, რომელთაგან ორზე - პირველი რესპუბლიკის და ორბელიანის მოედნებზე გარევაჭრობა ნებადართული იყო მხოლოდ იმ კერძო პირებისა და კომპანიებისთვის, რომლებმაც წინასწარ გაიარეს მერიის მიერ გამოცხადებული რეგისტრაცია.
იმ გარემოვაჭრეებს, რომლებსაც სურდათ ვაჭრობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, შეეთავაზათ ალტერნატივა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოწყობილია დახლები და სათანადო პირობებია შექმნილი საახალწლო ვაჭრობისთვის.
პირველი რესპუბლიკის მოედანი არის ქალაქის ცენტრი, ერთ-ერთი ტურისტული წერტილი და შეუძლებელია, დავუშვათ იქ უწესრიგობა და ქაოსური გარევაჭრობა. თბილისის მერია არავის უზღუდავს ორგანიზებულ საახალწლო გარევაჭრობაში ჩაბმას და კიდევ ერთხელ ვთავაზობთ გარემოვაჭრეებს, სურვილის შემთხვევაში ისარგებლონ შემოთავაზებული ადგილებით.
საახალწლო ბაზრობები პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე, ასევე პარლამენტის წინ იფუნქციონირებს 13 იანვრის ჩათვლით, ხოლო სხვადასხვა რაიონში გამოყოფილ ადგილებზე გარევაჭრობა დაშვებული იქნება 7 იანვრის ჩათვლით“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მათი ცნობით, გარდა ამისა, გარევაჭრობისთვის გამოყოფილი იყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და დედაქალაქის მასშტაბით შემდეგი ადგილები: ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ, მეველეს ქუჩაზე; ვაზისუბანში, პირველი მ/რ, მე-12 კორპუსის მიმდებარედ; მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიზე; ვერის ბაღის შესასვლელთან; მეტროსადგურების - ,,დელისის“ და „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორიაზე; სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე; ზღვისუბანში, ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში; მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე; გლდანში, მარატ ნოზაძის ქუჩის დასაწყისში; დიდუბეში, ბორის პაიჭაძის N1-თან; ჯავახეთის ქუჩაზე, მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმდებარედ, თიბისი ბანკთან; ჯავახეთის ქუჩის N23-ის მიმდებარედ, ყვავილების ბაზრობასთან; კალოუბნის ქუჩაზე, ა/ბ კორპუსის მოპირდაპირედ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს