მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი შოკის შემდეგ ბიზნესი გონს მოდის - უკრაინის პრემიერი

6245aa9f7f42c
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.22 21:00
962
რამდენიმე დღის განმავლობაში 120 ათასზე მეტმა საწარმომ ახალ საგადასახადო სისტემაზე გადასვლაზე განაცხადი გააკეთა, რაც საერთო ბრუნვის 2%-ის გადახდას გულისხმობს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„პირველი შოკის შემდეგ ბიზნესი გონს მოდის. ამის საფუძველი უთუოდ საგადასახადო, მარეგულირებელ, საბაჟო და საკრედიტო პოლიტიკის სფეროებში მიღებული კომპლექსური გადაწყვეტილებებია. რამდენიმე მსხვილი საწარმო მოქმედებას იწყებს. 120-ზე მეტმა მეწარმემ ახალ საგადასახადო სისტემაზე გადასვლაზე განაცხადი შეიტანა“, - თქვა შმიჰალმა.

მისი სიტყვებით, 1.5 ათასმა საწარმომ განაცხადი რეალოკაციაზე შეიტანა. "მათი ნაწილი სამხედრო მოქმედებების რაიონებიდან უკვე გადავიდა, ან გადასვლის პროცესში იმისთვის, რომ მუშაობა გააგრძელონ", - აღნიშნა პრემიერმა.