მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პლაჟი, ბიოტუალეტები - ანანურში ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

5fb64e62b4261
ინგა მურუსიძე
19.11.20 15:30
3051
დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

როგორც bm.ge-ს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული ტერიტორიის საერთო ფართობი 10001 კვ მეტრია და ის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი თავშყრის ადგილი და სარეკრეაციო სივრცეა.

პროექტით გათვალისწინებულია ერთი საფეხბურთო და ერთი საკალათბურთო, ორი ფრენბურთისა და ერთი საბავშვო გასართობი მოედნის მოწყობა. მდინარე არაგვის სანაპიროს გასწვრივ განლაგდება ფანჩატურები, გაკეთდება გასახდელები, დაცვისა და ტექნიკური ოთახები, განთავსდება ბიოტუალეტები. სკვერში ასევე მოეწყობა ბილიკები, გარე განათების სისტემა, სასმელი წყლის ფანტანები, სანაპირო ზოლზე კი - პლაჟი. სკვერს ექნება საკუთარი ავტოპარკინგი.

„მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. სოფელ ანანურს სეზონზე უამრავი დამსვენებელი და ტურისტი სტუმრობს. აღნიშნული სექტორის განსავითარებლად მნიშვნელოვანია მოწესრიგდეს სანაპირო და კეთილმოეწყოს ინფრასტრუქტურა“ - აღნიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა.

სამუშაოებს შპს ,,გლობალ სტანდარტმშენი’’ ახორციელებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 939 028 ლარია.
ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.