მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პლაჟზე პირბადის ტარებას არავინ მოგთხოვთ... წყლით კორონავირუსი არ გადაგედებათ - გამყრელიძე

60d5b3e804832
ინგა მურუსიძე
25.06.21 14:48
459
"წყლით არ გადაგედებათ კორონავირუსი და არც - გარუჯვისას",  - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კითხვას, რამდენად რეკომენდებულია, რომ კოვიდ-გადატანილმა ადამიანებმა რუჯი მიიღონ.

„კორონავირუსი მაღალ ტემპერატურაზე არ გადავა, მაგრამ მაღალი სიცხე სხვანაირად მოქმედებს ადამიანების ორგანიზმზე და ამ მხრივ, პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ.

პლაჟზე არავინ დაგავალებთ პირბადის ტარებას, მაგრამ თუ ბევრი ადამიანი ვსხდებით ერთად, პრევენციული ღონისძიებები უნდა დავიცვათ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.