მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პლანეტარიუმი, STEM-ის ლაბორატორიები...“ - როგორი იქნება ოზურგეთის მასწავლებლის სახლი?

611e64c9ea8e5
ვიქტორია მღებრიშვილი
19.08.21 18:16
923
„ოზურგეთს მალე ექნება თავისი მასწავლებლის სახლი, რომლის პროექტირება უკვე დაწყებულია“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის წარდგენაზე განაცხადა.

განათლების მინისტრის განცხადებით, მასწავლებლის სახლი პრეზენტაცია სექტემებრში გაიმართება და მას ოზურგეთელებს თავად მინისტრი წარუდგენს.

„როდესაც სკოლის რეფორმაზე ვსაუბრობთ, ყველას კარგად გვესმის, რომ მთავარი ფიგურა სკოლის წარმატებაში ეს არის მასწავლებელი. ამასთან დაკავშირებით ერთი კარგი ამბავი მინდა გითხრათ ოზურგეთისთვის. სიურპრიზი იქნება თქვენთვის და დარწმუნებული ვარ, გაგიხარდებათ. ოზურგეთს მალე ექნება თავისი მასწავლებლის სახლი, რომლის პროექტირება უკვე დაწყებულია. არქიტექტურა იქნება გურული ოდის სტილში, მასწავლებლის სახლში იქნება პლანეტარიუმი, STEM-ის ლაბორატორიები და თანამედროვე ტრენინგ-სივრცე. სექტემბერში ჩვენ გვექნება პრეზენტაცია, ჩამოვალ აქ ოზურგეთში და გაჩვენებთ რენდერებს, თუ როგორი იქნება ოზურგეთის მასწავლებლის სახლი. ეს, რასაკვირველია, იქნება ძალიან სერიოზული განზომილება ოზურგეთის განვითარებისთვის განათლების მიმართულებით და ყველა ერთად ვიზეიმებთ ამ ამბავს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.