21.მარტი .2020 19:39

„პლაქოლინი“ საპროფილაქტიკო მედიკამენტი არ არის და ნუ შეიძენთ - მარინა ეზუგბაია

views 301
უკან

„პლაქოლინი“ საპროფილაქტიკო მედიკამენტი არ არის და ნუ შეიძენთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ბევრი მოქალაქე იყიდის აღნიშნულ მედიკამენტს, მაშინ შეიქმნება დეფიციტი და საჭიროების მქონე პაციენტებს ვეღარ უმკურნალებენ.

„პლაქოლინი“ არ არის საპროფილაქტიკო მოხმარების, ეს პრეპარატი მხოლოდ ინფიცირებულებს, დაავადებულებს ენიშნებათ. არავითარი აუცილებლობა არ არის შეიძინონ მოქალაქეებმა და სახლში დადონ ეს პრეპარატები, ამით შეიძლება დეფიციტური გახდეს ეს პრეპარატი და კლინიკაში საჭიროების მქონეებმა ვეღარ მიიღონ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა