13.სექტემბერი .2020 20:30

პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენი სახლის მშენებლობას online უყუროთ

views 791
უკან


„პანდემიის დროს ხალხს უფრო მეტად გაუჩნდა სურვილი, ჰქონოდა საკუთარი სახლი და ეზო, სადაც თავს დაცულად იგრძნობდა,“- ამის შესახებ BM.GE-ს სამშენებლო–საპროექტო კომპანია „ჩემი სახლი“–ს დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა განუცხადა.

დღეის მდგომარეობით, კომპანიას 14 მიმდინარე კერძო სახლის პროექტი აქვს. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი, საშუალოდ, 5–ს შეადგენდა.

სწორედ კერძო სახლებსა და მზა პროექტებზე გაზრდილმა მოთხოვნამ, საფუძველი ჩაუყარა კომპანიის ახალ პლატფორმას, www.p1000.ge.

„პანდემიამ გვაჩვენა, რომ შესაძლებელია ხარისხიანი მომსახურება დისტანციურადაც გავუწიოთ მომხმარებელს. შესაბამისად, უნდა ვეცადოთ მოვერგოთ ყველანაირ გარემო-პირობებს და ისე გავაგრძელოთ საქმიანობა. პლატფორმა www.p1000.ge მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მოძებნოს ან შექმნას მასზე მორგებული ინდივიდუალური პროექტი და სურვილის შემთხვევაში, მშენებლობის პროცესს თვალი online რეჟიმში ადევნოს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. მსგავსი გამოცდილება გვქონდა ემიგრანტების შემთხვევაში, რაც მათთვის საკმაოდ კომფორტული იყო და ამან გადაგვაწყვეტინა, დაგვენერგა ეს პრაქტიკა“, აღნიშნა ტატიშვილმა.

ტატიშვილის თქმით, კერძო სახლებზე მოთხოვნა და ინეტერესი არამხოლოდ ადგილობრივი მომხმარებლებიდან, არამედ საზღვარგარეთიდანაც დიდია.

„პანდემიის დროსაც კი, მაღალი იყო აქტივობა საბერძნეთიდან, იტალიიდან, ისრაელიდან და აშშ–დან. მაგალითისთვის, 14 მიმდინარე პროექტიდან 2 სწორედ ემიგრანეტების დაკვეთითაა“.

კერძო სახლების მშენებლობისთვს ყველაზე პოპულარული ლოკაციები თბილისის შემოგარენშია, ქალაქიდან 20–30 წუთის სავალზე.

„მოთხოვნას კონკურენტული და მომხმარებელზე მორგებული ფასებიც განაპირობებს. ჩვენთან 100 მ2–ი თეთრი კარკასის საშუალო ღირებულება, 80,000 ლარია, მაშინ როდესაც იგივე ფასად 40 კვ.მეტრ თეთრ კარკასს ვერ იყიდით კორპუსის ბინაში,“-აცხადებს „ჩემი სახლი“–ს დირექტორი.

„ჩვენმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ, როგორც სამშენებლო, ასევე პროექტირების სფეროში, გვიჩვენა, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ადამიანს აქვს სურვილი, იცხოვროს ქალაქგარეთ, იყოს ხმაურისგან შორს, სუფთა და ჯანსაღ გარემოში. შესაბამისად, ვთვლით, რომ ჩვენი საქმიანობა 1-2 წელში კიდევ უფრო მოთხოვნადი და პერსპექტიული გახდება,“-განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა