17.სექტემბერი .2020 22:20

Playstation 5-ი ბაზარზე 12 ნოემბრიდან გამოჩნდება - რა ეღირება კონსოლი?

Playstation 5-ი ბაზარზე 12 ნოემბრიდან გამოჩნდება - რა ეღირება კონსოლი?
views 1442
უკან

კომპანია SONY-მ ახალი, Playstation 5-ის გამოსვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. კონსოლის გაყიდვები 12 ნოემბრიდან დაიწყება. აღნიშნულზე, ამერიკული Forbes-ი წერს.

გამოცემის მიხედვით, კომპანია ორი ტიპის კონსოლს წარადგენს, სტანდარტული კონსოლის ღირებულება $499-ით განისაზღვრება, ხოლო ე.წ ერთ-პლატფორმიანი კონსოლი $399 ეღირება.

ახალი PlayStation-ი HDD მეხსიერების მაგივრად, SSD-ით ბარათით იქნება აღჭურვილი, რაც ერთგვარად დააჩქარებს მონაცემთა დამუშავებას.

განახლებული კონსოლი, კვლავ ოპტიკურ დისკზე იმუშავებს. კომპანიის განცხადებით, Ray Tracing-ის დახმარებით თამაშებში გაუმჯობესდება განათება და ჩრდილები.

მას ვიბრაციის ახალი სისტემა აქვს. ავტომობილით შეჯახებისას, ფეხბურთის თამაშის დროს, ან ქვიშასა და ტალახში სიარულისას განსხვავებული ვიბრაციები იქნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა