25.სექტემბერი .2021 14:25

ნუცა აბრამიშვილი: საქართველომ მაღალი კლასის ღვინის მწარმოებელი ქვეყნის სახელი უნდა დაიმკვიდროს

ნუცა აბრამიშვილი: საქართველომ მაღალი კლასის ღვინის მწარმოებელი ქვეყნის სახელი უნდა დაიმკვიდროს
views 866
უკან

“საქართველომ მაღალი კლასის ღვინის მწარმოებელი ქვეყნის სახელი უნდა დაიმკვიდროს", - ამის შესახებ “საქმიან დილას” "შუხმან ვაინს ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, კომპანია 97%-ით ექსპორტზეა დამოკიდებული, ხოლო მათთვის სახელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ ტოპ სამ საექსპორტო ბაზარში რუსეთის ფედერაცია არ შედის.

“ვაჭრობა 25-ზე მეტ ქვეყანასთან გვაქვს. ტოპ 3 პარტნიორი - ჩინეთი, ბალტიის ქვეყნები და ევროპაა.

ტრადიციულ პოსტსაბჭოთა ბაზრებთან ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს. იქ გადანაწილებული გვაქვს, ღვინის გარკვეული რაოდენობა. ჩვენი პოლიტიკაა, რომ მეტად მსყიდველუნარიან ბაზრებზე ვიყოთ დამოკიდებული და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.

"შუხმან ვაინს ჯორჯია" ემბარგოს შემდგომ დაფუძნებული კომპანია იყო. სამწუხარო რეალობა დავინახეთ, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ბაზრები საკმაოდ სენსიტიური იყო. საქართველოს მცირე წარმოება აქვს და რისკების დაბალანსება აქტიურად უნდა ხდებოდეს. ფასი და ხარისხი პირდაპირპროპორციული უნდა იყოს", - განმარტა აბრამიშვილმა.

კომპანია წელს ექსპორტზე მლნ ნახევარ ბოთლ ღვინოს გაიტანს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა