მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი? - ბიოგრაფია

6203990871ca5
ინგა მურუსიძე
09.02.22 15:20
4930
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ოთარ შამუგია წარადგინა, რომელიც ამ დრომდე მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოთარ შამუგია არის დევნილი სოხუმიდან და "თავისი პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას".

„ოთარი არის დევნილი სოხუმიდან. ის დაიბადა და გაიზარდა სოხუმში, ასევე სკოლა დაამთავრა სოხუმში. შემდეგ დევნილობაში ცხოვრობდა ზუგდიდში, თბილისში და თავისი კეთილსინდისიერი, პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას. ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში. მან დეტალურად იცის, თუ რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მჯერა, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება. კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებას ჩვენს მინისტრებს, ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის ეკონომიკის განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიმართულებით მე ძალიან ბევრს ვმუშაობ ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან და ბევრ სიახლეს წარვუდგენთ საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება ოთარ შამუგიას ბიოგრაფიას, ის 2007 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს:

განათლება - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, საქართველო
ეკონომისტი, მაგისტრთან გათანაბრებული

სამუშაო გამოცდილება

25.12.2020- დან დღემდე: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მინისტრის მოადგილე

11.2019 - 12.2020 - ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“ დირექტორის პირველი მოადგილე

08.2019-11.2019 წწ - ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“ დირექტორი

08.2018-08.2018 წწ - შპს „საქართველოს მელიორაცია“ გენერალური დირექტორი

06.2017-08.2018 წწ - ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ დირექტორის მოადგილე

01.2017-06.2017 წწ - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი

12.2011-01.2017 წწ - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

01.2007-12.2011 წწ - საფინასო-საბუღალტრო სამსახურის უფროსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო,

07.2006-01.2007 წწ - საბუღალტრო სამსახურის უფროსი (მთავარი ბუღალტერი), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო,

02.2006-07.2006 წწ - ფინანსური დირექტორი, შპს რეალ ქონსალტინგი,

10.2005-02.2006 წწ - ფინანსური დირექტორი, შპს საკონსულტაციო ჯგუფი,

03.2004-10.2005 წწ - ქონების მართვის სამსახურის უფროსი, შპს " საქართველოს რკინიგზა",

09.1999-03-2004 წწ - ცენტრალური ბუღალტერიის უფროსი (მთავარი ბუღალტერი), საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი,

06.1998-09.1999 წწ - მთავარი სპეციალისტი, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი,

ენები - ქართული, რუსული