მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია მეზვრიშვილი: სახელმწიფოს ტესტების საკმარისი რაოდენობა აქვს

5f902fbcbd054
ინგა მურუსიძე
21.10.20 18:00
1197
"სახელმწიფოს ტესტების საკმარისი რაოდენობა აქვს", - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წლის დასაწყისთან შედარებით, ახლა ყოველდღიურად 60-ჯერ მეტი ტესტი კეთდება.

„წლის დასაწყისში თუ დღეში 200 ტესტს ვაკეთებდით, 12 000 ტესტი კეთდება დრეს ყოველ დღე. უბრალოდ, ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად უნდა გაიგონ, ვინ ექვემდებარება ამ ტესტირებას. ტესტის ჩატარებას თან უნდა ახლდეს გარკვეული წინაპირობები. იტესტებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი სიმპტომები და ამ სიმპტომების არარსებობის გარეშე ტესტი ვერ ტარდება. რეკომენდაციები შეცვლილია.

ჩვენ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ ინფიცირებულთან კონტაქტისა და პირველი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში გადავიდნენ თვითიზოლაციაში. ვისაც აქვს კოვიდის სიმპტომები და ოჯახის ექიმთან გადიან კონსულტაციას, ოჯახის ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში უტარდებათ მოქალაქეებს ტესტირება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.