მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი რეგულაციებით ევროკავშირში არავინ მიგვიღებს - ღარიბაშვილი

6033885eac5f8
ინგა მურუსიძე
22.02.21 13:27
716
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სტანდარტებით და რეგულაციებით ევროკავშირში არავინ მიგვიღებს".

მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ისაუბრა და ის ნაბიჯები დაასახელა, რაც მისი თქმით, ქვეყნის გაცხადებული მიზნის შესასრულებლად უნდა გადაიდგას.

„ევროპისკენ სწრაფვას ხორცს ვერ შევასხამთ, თუ არსებითად არ შეიცვალა მიდგომები. მხოლოდ აბსტრაქტული, ქაღალდზე დაწერილი რეგულაციებით და სტანდარტებით არავინ მიგვიღებს ევროკავშირში. ჩვენ გვჭირდება სათანადოდ განვითარებული ეკონომიკა, უნდა უზრუნველვყოთ თოთოეული მოქალაქის კეთილდღეობა. უნდა გავაძლიეროთ ადამიანის უფლებების დაცვა და გადავდგათ გონივრული ნაბიჯები ძალთა საერთაშორისო ბალანსში ჩვენი ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.