მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სწორად მიმართული ინვესტიციებით გზების მდგომარეობას გავაუმჯობესებთ - ღარიბაშვილი

60d5c706cce5b
ინგა მურუსიძე
25.06.21 22:41
348
სწორად მიმართული ინვესტიციებით  სახელმწიფო და საერთაშორისო გზების მდგომარეობას გავაუმჯობესებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.  

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში, ჯამში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 31 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

„2012-დან დღემდე ჩვენ ავაშენეთ 151 კილომეტრი მაგისტრალური გზა. ასევე, მანამდე, შედარებისთვის, მინდა ჩვენს ოპონენტებს შევახსენო, რომ მათ დროს, 2007-12 წლებში აშენდა მხოლოდ 68 კმ. გზა. მომდევნო წლების განმავლობაში, ჯამში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება 31 მილიარდი ლარი. „განახლებული რეგიონების“ პროექტის ფარგლებში 63 მუნიციპალიტეტი აითვისებს წელსვე 500 მილიონ ლარს. ეს ურბანული განახლების პროგრამა გაგრძელდება მომავალ წელს და შემდეგ, მომდევნო წლებში. 430 კმ-იანი მაგისტრალი 2030 წლისთვის, რა თქმა უნდა, იქნება დასრულებული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, წითელი ხიდი-სარფის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების მაგისტრალის მშენებლობის დასრულებით მგზავრობის დრო განახევრდება და ნაცვლად 8 საათისა, 4 საათი იქნება .