მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Liffit - ქართული სტარტაპი საერთაშორისო დონის ფიტნეს აპლიკაციით - (R)

626f9d6fcd3e5
BM.GE
02.05.22 12:57
763

Liffit ფიტნეს აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამებით, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ისარგებლოს. აპლიკაციაზე უცხოელმა ტოპ დეველოპერებმა იმუშავეს. სავარჯიშო პროგრამები შედგენილია ქართველი და უცხოელი მაღალკვალიფიციური მწვრთვნელების მიერ და მოიცავს ყველაზე მოთხოვნად პროგრამებს.

Liffit საქართველოში შექმნილი პირველი საერთაშორისო ფიტნეს აპლიკაციაა, რომელიც ინოვაციურია გლობალურ ბაზარზეც. ლიფფიტის ალგორითმი მომხმარებლის მონაცემებს ინდივიდუალურად სწავლობს და პერსონალურ სავარჯიშო პროგრამას სთავაზობს. დამწყებ, საშუალო დონის თუ გამოცდილ მოვარჯიშეს შესაძლებლობა აქვს გადმოწეროს აპლიკაცია, შეარჩიოს სასურველი პროგრამა, შეავსოს პირადი მონაცემები და ივარჯიშოს ნებისმიერი ადგილიდან.

აპლიკაცია აღჭურვილია ყველა თანამედროვე ფუნქციონალით. ინტეგრირებული სმარტ საათებისა და ფიტნეს თრექერების მეშვეობით, მომხმარებელი პროგრესს რეალურ დროში აკონტოროლებს. აპლიკაციაშივე აქვს საშუალება, გაიცნოს და დაიმეგობროს სხვა ლიფფიტერები, მიღწევები და შედეგები სხვას გაუზიაროს. ჩაშენებული Apple Music და Spotify მომხმარებელს სასიამოვნო ვარჯიშისთვის მუსიკის უსაზღვრო არჩევანს სთავაზობს.

გასაკვირი არ არის, რომ აპლიკაციის გაშვებიდან ორ კვირაში, ის 10 000-მდე ადამიანმა ჩამოტვირთა, App Store-ში პოპულარობით მეორე ადგილი დაიკავა, Play Store-ში კი – მესამე.

აგვყევი მოძრაობაში, ჩამოტვირთე Liffit, შეიძინე ინდივიდულურად შენზე მორგებული სავარჯიშო პროგრამა.