მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტში 47 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება - ქარქაშაძე

63da5c98c600e
მარიამ ვარადაშვილი
01.02.23 17:14
2002
აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, მიმდინარე წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 47 მილიონი ლარია.

"2023 წელს დავასრულებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3,5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) პროექტირებას, რაც აეროპორტის განვითარების გრძელვადიანი გენერალური გეგმის, ე.წ. მასტერპლანის შემადგენელი ნაწილია. ახალი, უფრო დიდი ასაფრენი ზოლი, მომავალში, საშუალებას მოგვცემს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ყველა სახის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდი მივიღოთ და მოვემსახუროთ”,-აცხადებს ქარქაშაძე.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ასევე ამბობს, რომ მასტერპლანი - ეს არის უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მსოფლიოში ყველა აეროპორტს უნდა გააჩნდეს და მასზე ძირითადად ოპერატორი კომპანიები მუშაობენ.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდება სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქნის გეგმური რეაბილიტაცია, აშენდება დამატებით 400 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი; განახლდება და დამონტაჟდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შუქსასიგნალო სისტემები.