მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ათენი-თბილისს შორის ერთი ფრენა სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს შედგება - თურნავა

5f2bc667e4801
ინგა მურუსიძე
06.08.20 12:57
1180
ალბათ აგვისტოს ბოლოს ათენსა და თბილისს შორის ფრენა შესრულდება, - ეს ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააჟღერა.

როგორც მან თქვა, მოლაპარაკებები საბერძნეთის მთავრობასთან ახლა გავიდა ბოლოში და ფრენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თითქმის საბოლოოდ არის მიღებული. მინისტრმა ფრენის თარიღი ვერ დააკონკრეტა.