მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვა-გადაზიდვის 7 ფაქტი გამოვლინდა

6103bbb38c663
ინგა მურუსიძე
30.07.21 19:45
724
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის - მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა წალენჯიხაში, რუსთავსა და თბილისში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად 646 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 7 ფაქტი გამოავლინეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში წერია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი, ხოლო აღნიშნულ ფაქტებზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმეთა მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.