მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი გამოწვევაა, რომ არ გვაქვს საკმარისად განვითარებული კაპიტალის ბაზარი"

62713266e1598
მარიამ ვარადაშვილი
03.05.22 18:20
1103

ეკონომიკის მინისტის ლევან დავიშავილის განცხადებით, სამინისტრო კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე მუშაობს. ამის შესახებ დავითაშვილმა დაზღვევის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ინიცირებულია და წელს პირველად აღინიშნა.

„ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი გამოწვევაა, რომ არ გვაქვს საკმარისად განვითარებული კაპიტალის ბაზარი, არ გვაქვს ის ინსტრუმენტები, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება. ეს, რა თქმა უნდა, ზღუდავს ჩვენი ეკონომიკის საინვესტიციო მიმზიდველობას და ამ კუთხით სამინისტრო აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

დავითაშვილის თქმითვე, ქვეყანაში სადაზღვევო სექტორის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„გვესმის, რომ სადაზღვევო მომსახურების გარეშე ეკონომიკის ძალიან ბევრი სექტორის განვითარება უბრალოდ ვერ მოხერხდება - სათანადო, ხარისხიანი პროდუქტების, მომსახურებების გარეშე, რომელიც, რა თქმა უნდა, კერძო სექტორში უნდა ვითარდებოდეს. განვითარების სასურველი ტემპის მიღწევა თავის მხრივ დიდწილად არის დამოკიდებული შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკის გამტარებლბსა და ჩართულ მხარეებს შორის კოორდინაციაზე,“ -განაცხადა დავითაშვილმა.