„ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორის გაგა კოხრეიძის თქმით, საქართველოში 2022 წელს 160 "ვოლვო" გაიყიდა. მან გადაცემა „საქმიან დილაში“ თქვა, რომ გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა იყო, თუმცა უფრო მეტი წარმატება რეგიონში ჰქონდათ.
"ზოგადად, მომხმარებლების მოთხოვნა ახალ ავტომობილებზე ძალიან გაზრდილია, იმდენად რომ მიწოდება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ ვეცადეთ, რომ ახალი ალტერნატიული გზები მოგვეპოვებინა, რომლებმაც მოთხოვნის მაქსიმალურად დაკმაყოფილების შესაძლებლობა მოგვცა,“ - განაცხადა გაგა კოხრეიძემ.
კითხვაზე, რომელი ტიპის მანქანებზეა მზარდი მოთხოვნა, კოხრეიძე პასუხობს, რომ დამუხტვადი ჰიბრიდი მანქანების მიმართ ძალიან დიდი ინტერესია.
„საქართველოში და ზოგადად რეგიონში, თითქმის ერთნაირი ტიპის მანქანებზეა მოთხოვნა, უფრო მეტად განსხვავებულია აზერბაიჯანის ბაზარი, სადაც ძირითადად დაინტერესება სედანების მიმართაა. როცა ქართულ ბაზარზე ჩვენი გაყიდვების 85% მოდის ყველგან მავლებზე, იგივე კროსოვერებზე. ბოლო პერიოდში ყველგან დიდი პოპულარობით სარგებლობს დამუხტვადი ჰიბრიდი მანქანები, ადრე თუ 20%-ს ვყიდდით ასეთ მანქანებს, წელს ჩვენ შესაძლებლობა რომ გვქონოდა წარმოებაში ყველა ის ავტომობილი ჩაგვეშვა, რომელზეც მომხმარებლებს მოთხოვნა ჰქონდა, დაახლოებით 70 პროცენტსაც გადავაჭარბებდით, ჯამში კი გასულ წელს ჰიბრიდების გაყიდვებმა 40% შეადგინა. აღნიშნულ მოდელებზე მოთხოვნის ზრდას რამდენიმე მიზეზი აქვს - მწარმოებელი გააქტიურდა და უფრო ეკომეგობრულ მანქანებს უშვებს, უფრო მეტი გარბენიც შეუძლია, ნაკლებ ბენზინსაც მოიხმარს და მეტი სიძლიერე აქვს და რა თქმა უნდა, მომხმარებელმაც, თავის მხრივ, ის ბენეფიტები დაინახა, რაც დამუხტვად ავტომობილებს აქვთ,“ - განმარტავს „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი.
მისივე ცნობით, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს, რომ მომხმარებლებს ავტომობილებთან ერთად სრულყოფილი სერვისიც მიაწოდოს.
„გაყიდვების ზრდა რომ შეინარჩუნო თითოეული მანქანის შემთხვევაში მომსახურებაც სრულყოფილი უნდა იყოს, ამისთვის ბევრი სხვადასხვანაირი სერვისი გვაქვს, მაგალითად, როდესაც მომხმარებელს არ აქვს საშუალება, რომ მანქანა ჩვენთან შოურუმში მოიყვანოს, შეგვიძლია, რომ წარმომადგენელი მივიდეს, დაუტოვოს მას ჩამნაცვლებელი ავტომობილი, წამოიყვანოს მისი მანქანა, სერვისი გაატაროს და შემდეგ უკან დაუბრუნოს. საერთო ჯამში კი, ჩვენი ყველა მომხმარებელი ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ხდება,“ - ამბობს გაგა კოხრეიძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
მილიარდობით რუპია გვაქვს ინდურ ბანკებში, რასაც ვერ ვიყენებთ - ლავროვი
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი