მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

100 მლნ ლარამდეა საჭირო სოც.დაუცველებისთვის კომპიუტერებისა და ინტერნეტის მისაწოდებლად - IDFI

6102d3d49c3e2
თამთა ჯიჯავაძე
29.07.21 22:40
990
100 მლნ ლარამდეა საჭირო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომპიუტერებისა და ინტერნეტის მისაწოდებლად, რომ მათ დისტანციური სწავლების პლატფორმასთან წვდომა ჰქონდეთ. ასეთია IDFI-ს შეფასება, რომელსაც ის განათლების სექტორის მიმოხილვაში უსვამს ხაზს.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 473 სოფელი და საერთო ჯამში 2,000-მდე დასახლება ჯერ კიდევ ელოდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წელს გამოცხადებული “საყოველთაო ინტერნეტიზაციის” ფარგლებში უნდა მიეღოთ.

“COVID-19 პანდემიის პირობებში ქვეყანა კვლავ მოუმზადებელია დისტანციური სწავლებისათვის. შესაბამისად, აუცილებელია საკითხის განხილვა, სხვადასხვა პროფესიული პლატფორმების მეშვეობით, მათ შორის საქართველოს პარლამენტის დონეზე და სასწრაფო წესით ქმედითი პოლიტიკის შემუშავება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, მოსალოდნელია ახალი სასწავლო წლის დაწყება დისტანციური სწავლების საშუალებით და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე საკმაოდ დიდ დანაკარგებს მივიღებთ. ასევე, არსებითია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ტექნიკური დახმარება, რომ უზრუნველვყოთ სწავლის ელემენტარული პირობებით“, -წერს IDFI.