ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონულ დირექტორს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონულ დირექტორთან ვიმსჯელეთ საქართველოს ეკონომიკის დღევანდელ მდგომარეობაზე, იმ დადებით ტენდენციებზე, რომლებიც გვაქვს ქვეყანაში და რაც ფონდისთვის არის ასევე ძალიან საიმედო პროგნოზების საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზარდოს უფრო მეტად, ვიდრე წლის დასაწყისში იყო პროგნოზირებული“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სსფ-ის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ფაქტორების ანალიზს, რომლებიც განაპირობებს საქართველოს ეკონომიკის ასეთ სწრაფ ზრდას, ასევე სტრუქტურული რეფორმების პროგრამას - გეგმას, რომელიც ქვეყანას გააჩნია, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და რომელთა მხარდაჭერითაც შევძლებთ რეფორმების ეფექტიანად განხორციელებას.
"მიმდინარე წელს გვექნება ორი მნიშვნელოვანი რეფორმა - ეს იქნება სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციის რეფორმა, რომელზეც საქართველოს მთავრობა და პარლამენტი იმსჯელებს და ასევ ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორში არსებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საკითხები. ზოგადად, ჩვენ ასევე შევეხეთ ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობის საკითხებს, ენერგეტიკის გამოწვევებს და ამ კუთხით, ჩვენი ახალი ინიციატივების საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს იყოს ეფექტიანი და ხელი შეუწყოს დამატებით ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორის განსავითარებლად, ასევე იმისთვის, რომ საქართველომ განახლებადი ენერგიის მეტი გენერაცია შეძლოს, შეამციროს დეფიციტი და, ამავე დროს, გრძელვადიან პერსპექტივაში, გახდეს, მათ შორის, განახლებადი ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა,“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი