12.ივლისი .2021 12:37

პარლამენტში შს მინისტრს უნდა მოვუსმინოთ - კახა კუჭავა

პარლამენტში შს მინისტრს უნდა მოვუსმინოთ - კახა კუჭავა
views 574
უკან

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პარლამენტში ამ საკითხზე მოსმენა უნდა გაიმართოს.

„გთავაზობთ, ვიმსჯელოთ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, რომ ერთი რიგგარეშე სესია ჩატარდეს ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც მოვუსმენთ შს მინისტრს და ყველას, ვისაც ჩავთვლით საჭიროდ, რომ ამ კითხვებს გასცეს პასუხი. აუცილებელია მკაცრი პასუხის გაცემა ყველა იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც ვიხილეთ და რომელიც აუცილებელია, რომ რეაგირება იყოს, თუ გვინდა, რომ ხვალ მშვიდობიანი და უსაფრთხო ქვეყანა ავაშენოთ“, - განაცხადა კუჭავამ.

მან განცხადება ბიუროს სხდომაზე გააკეთა და თქვა, რომ კოლეგებს და ოჯახს ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა.

„ეს არის ტრაგიკული შემთხვევა და ყველას, მათ შორის პარლამენტსაც მოუწევს აქტიურად ჩაერთოს პროცესებში, რათა დადგინდეს მომხდარის ყველა მიზეზი. საუბარია მიუკერძოებელ გამოძიებაზე, რომელიც უნდა ჩატარდეს, ექსპერტიზაზე, რომელშიც უნდა ჩაერთოს საერთაშორისო ექსპერტიც იმისთვის, რომ შედეგები სანდო იყოს ყველასთვის. უნდა მივადევნოთ თვალყური, რომ დადგინდეს სიმართლე და არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეს“, - აღნიშნა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, 5 ივლისი იქნება ისტორიის "შავი ლაქა" და ამ დღეს აგრესიის განმახორციელებელი ადამიანები მკაცრად უნდა დაისაჯონ.

"სამწუხაროდ, ამ დღეს ვისმენდით წახალისებებს ძალადობაზე და არ შეიძლება ეს რეაგირების გარეშე დარჩეს", - აღნიშნა კუჭავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა