თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე, N30-N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია დაასრულა. ორივე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„კრწანისის რაიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია განხორციელდა. ჩვენ გვაქვს პროექტი - „ახალი ტფილისი“, რომლის ფარგლებშიც, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებას, განახლებასა და რეაბილიტაციას ვახორციელებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდა ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნები, მიმდებარე ქუჩები და ეს ორი შენობა-ნაგებობა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. 12 ოჯახი დროებით ქირით გვყავდა გაყვანილი და დღეს ნამდვილად მსიამოვნებს, რომ მათ სრულიად ახალი, განახლებული და გარემონტებული საცხოვრებელი ფართები უბრუნდებათ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობაა უმძიმეს მდგომარეობაში, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს. პროექტი გაგრძელდება და ჩვენი პროგრამის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქალაქს რაც შეიძლება მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შევუნარჩუნოთ და მოწესრიგებული, გალამაზებული გადავცეთ ჩვენ შვილებსა და მომავალ თაობებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, კათალიკოსის ქ. N30-ში მდებარე ავარიული შენობის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა შესაბამისი წესების დაცვით განხორციელდა. მოეწყო კომუნიკაციები და ჩატარდა სრული სარემონტო სამუშაოები. ამავე ქუჩის N32-ში არსებული შენობა კი კონსტრუქციულად გამაგრდა, შეიცვალა შიდა და გარე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, აღდგა დაზიანებული სახურავი და მოწესრიგდა წყლის სისტემა, რესტავრაცია ჩაუტარდა აივნებს და მის დეკორატიულ ელემენტებს, ხის დაზიანებული დეტალები შეიცვალა ახალი, ანალოგიური ნაკეთობებით, შენობაში განხორციელდა სრული სარემონტო სამუშაოები და კეთილმოეწყო ეზო.
პროექტის განხორციელება 2020 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი, დაახლოებით, 2 500 000 ლარია.
დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, კრწანისის გამგებელი ბექა ოდიშარია, ასევე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში - ბექა ოდიშარია და ლევან ჯაფარიძე გაეცნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება