04.მაისი .2022 15:10

მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის აღდგენის ტემპს "სწორი სამოქმედო გეგმით" ხსნის

მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის აღდგენის ტემპს "სწორი სამოქმედო გეგმით" ხსნის
views 806
უკან

2022 წლის აპრილსა და პირველ 4 თვეში, 2019 წლის მონაცემთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების საშუალოდ 52 %-იანი აღდგენა დაფიქსირდა. რაც შეეხება ზრდას 2021 წელთან მიმართებაში, აპრილში ამ მაჩვენებელმა 140.5%, ხოლო იანვარი - აპრილის პერიოდში 233.9% შეადგინა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს ავრცელებს.

2022 წლის აპრილში ტურიზმის სტატისტიკურ მონაცემებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი აფასებს და ამბობს, რომ უწყებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობა მოსალოდნელი ნაკადების კიდევ უფრო ზრდას უწყობს ხელს.

„საერთაშორისო ტურისტული ნაკადების სწრაფი აღდგენა სწორი სამოქმედო გეგმისა და მიზნობრივ ბაზრებზე ჩატარებული და მიმდინარე ეფექტური მარკეტინგული კამპანიების შედეგია. ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, ვახორციელებთ მათთან ერთობლივ პროექტებს, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოში ტურისტული ნაკადების მოსალოდნელზე მეტ ზრდას უწყობს ხელს, რაც ნიშნავს დამატებითი შემოსავლები ეკონომიკაში და მეტ დასაქმებულს სექტორში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა 2022 წლის აპრილში ტურისტული სტატისტიკური მონაცემების შეფასებისას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტურისტული ნაკადების ზრდაზე დადებითად აისახება წარმატებული მოლაპარაკებები საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, რომელთა მეშვეობითაც იზრდება პირდაპირი ავიარეისები როგორც ევროპასთან, ასევე სხვა სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებთან.

bm.ge დაინტერესდა, უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს ტურიზმის აღდგენის სამოქმედო გეგმა - უკვე დავუკავშირდით ეკონომიკის სამინისტროს და პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა