მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PMC კვლევითი ცენტრი: ეკონომისტების მოლოდინები მომდევნო 6 თვეზე გაუარესებულია

5fb5454d692f3
შოთა ტყეშელაშვილი
18.11.20 20:21
1929
PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინდექსის თანახმად, რომელიც ეკონომისტების მოლოდინებს ასახავს, 2020 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, მეოთხე კვარტალში საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით მოლოდინები მცირედით გაუმჯობესებულია. PMC-ის ინფრომაციით, ინდექსის შედგენაში მონაწილეობა 50-მა ეკონომისტმა მიიღო და მის ფარგლებში გამოკითხვა ოქტომბერში ჩატარდა. 

"მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის მსგავსად, საქართველოს ეკონომიკური ვითარება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, ქართველმა ეკონომისტებმა, ასევე, უარყოფითად შეაფასეს. ნიშანდობლივია, რომ მომდევნო ექვსი თვის მოლოდონები ოდნავ გაუარესდა 2020 წლის მესამე კვარტალთან და 2019 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით.

დამატებით, გამოკითხვის ფარგლებში, ექსპერტებმა გააკეთეს პროგნოზი საქართველოს ძირითად მაკროეკონომიკურ ინდიკატორებზე. შედეგების მიხედვით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში, რეალური მშპ-ს მოსალოდნელი ზრდის პროგნოზი 2020 წელს შეადგენს -2.7%. სხვა ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზი შემდეგნაირია:

• მოსალოდნელია ინფლაციის იგივე დონეზე დარჩენა შემდეგ 6 თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით;

• ქართული ლარი ამჟამად არის ზედმეტად გაუფასურებული აშშ დოლარის, ევროს, თურქული ლირას და რუსული რუბლის მიმართ.

• მოსალოდნელია ექსპორტის მოცულობის კლება უახლოეს ექვს თვეში, გასულ ექვს თვესთან შედარებით.

• მოსალოდნელია იმპორტის მოცულობის კლება უახლოეს ექვს თვეში, გასულ ექვს თვესთან შედარებით.

• ექსპორტის მოცულობა სავარაუდოდ დაიკლებს უფრო ნაკლებად ვიდრე იმპორტის მოცულობა, რაც გამოიწვევს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას მომდევნო ექვს თვეში, გასულ ექვს თვესთან შედარებით.

ექსპერტთა უმეტესობამ (82%) აღნიშნა, რომ საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური გაჯანსაღება დამოკიდებული იქნება გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღებაზე. ასევე, ექსპერტთა 64%-მა ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის აღდგენა დამოკიდებულია რუსეთის და თურქეთის ეკონომიკების გაჯანსაღებაზე.

გარდა ამისა, ექსპერტებმა შეაფასეს კომპანიების გადახდისუუნარობის რისკი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. განთავსებისა და კვების ობიექტების საქმიანობა არის ერთადერთი სექტორი, სადაც ექსპერტთა უმრავლესობამ (36%) გადახდისუუნარობის რისკი შეაფასა როგორც ”ძალიან მაღალი”. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 18% აცხადებს, რომ ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობაში კომპანიების გადახდისუუნარობის რისკი ”ძალიან დაბალია”.

გამოკითხული ეკონომისტების 46% აცხადებს, რომ მთავრობის მიერ დაწესებული ფისკალური სტიმულირების პაკეტი საკმარისია, ხოლო 54% ფიქრობს, რომ მეტის გაკეთება შეიძლებოდა,"- ნათქვამია PMC კვლევითი ცენტრის ინდექსში.