მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PMCG-I: 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ეკონომიკური კლიმატი გაუარესებულია

5e4ce415b4074
შოთა ტყეშელაშვილი
19.02.20 14:16
1818
კვლევითი ორგანიზაცია PMCG-I -ის ეკონომიკური კლიმატის ინდექსის მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში ეკონომიკური კლიმატი მცირედით გაუარესდა. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, ინდექსის შედგენაში ყოველკვარტალურად 40 ექსპერტი არის ჩართული და ისინი საქართველოს ეკონომიკის განვითარების მოლოდინის შესახებ პერიოდულად აახლებენ საკუთარ შეფასებას. 

"აღნიშნულ პერიოდში, ქართველმა ეკონომისტებმა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება უარყოფითად შეაფასეს, შედეგად, არსებული ვითარების შეფასება 2019 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით და 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაუარესდა,"- ნათქვამია მიმოხილვაში. 

ამასთანავე, ეკონომისტები საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ გამოწვევებად მოიხსენიებენ:

1. მუშახელის კვალიფიკაცია;
2. ინოვაციების ნაკლებობა;
3. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობის ნაკლებობა;
4. პოლიტიკური არასტაბილურობა.

ეკონომისტების პროგნოზით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის ტემპი 4.3%-ია.