მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PMCG: უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორები კურსის მერყეობის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია

5e21caf10f0af
შოთა ტყეშელაშვილი
17.01.20 20:00
1121
"უძრავი ქონების, მშენებლობისა და განათლების სექტორები გაცვლით კურსში არსებული შოკების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები არიან,"- ნათქვამია საქართველოს საფინანსო სექტორის შესახებ PMCG-ის მიმოხილვაში. 

"საბანკო რეგულაციების შერბილების ალბათობა ბაზარმა პოზიტიურად აღიქვა. გამოითქვა შეფასებები, რომ აღნიშნული შერბილება აუცილებელია, რადგანაც ამ რეგულაციებს წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიური გავლენა ექნებოდათ,"- ნათქვამია PMCG-ის მიმოხილვაში. 

"კერძო სექტორის სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი 70%-ზეა. შედარებისთვის, შინამეურნეობების ვალდებულებების დოლარიზაციის მაჩვენებელი 41%-ია. სექტორები როგორიცაა უძრავი ქონება, მშენებლობა და განათლება განსაკუთრებულად მოწყვლადები არიან გაცვლითი კურსის შოკების მიმართ. 

სამშენებლო სექტორში სესხების 90%-ზე მეტი არის უცხოურ ვალუტაში, შედარებისთვის ფინანსური შუამავლობის სფეროში სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი 41%-ია",- ნათქვამია მიმოხილვაში.