მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ბანკებს ეკონომიკაზე 43 მილიარდი ლარის სესხები აქვთ გაცემული

6267f9b901d69
შოთა ტყეშელაშვილი
26.04.22 17:53
867
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლის მარტის მდგომარეობით ქართული ბანკების საკრედიტო პორტფელმა 43.3 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.1%-ით მეტია. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციითვე, გაზრდილია სესხების ლარიზაციაც და ამჟამად მთლიანი კრედიტების 49.36% ეროვნულ ვალუტაში არის ნომინირებული.

"ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 281.95 მლნ ლარით (1.34%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 214.43 მლნ ლარით (0.97%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.92%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის მარტის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.58 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.24%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.70 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.81%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.08%-ით მეტი).

2022 წლის მარტის განმავლობაში 0.80%-ით ანუ 174.86 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისთვის 22.16 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.36% შეადგინა, 2022 წლის პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.57 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.10 პროცენტული პუნქტით)", - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.