მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შეფერხების გამო ერთხელ კამერები თვენახევარი გაგვეთიშა და ადამიანები ვერ დავაჯარიმეთ"- შსს მინისტრი

6238a7010cdff
ანუკა ჯოხაძე
21.03.22 21:45
7432
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ შს მინისტრს ტექინსპექტირების ეფექტიანობასთან დაკავშირებით მიმართა. კერძოდ, ბითაძის თქმით, ტექინსპექტირებაგავლილი მანქანების დაფიქსირების საკითხი უნდა გაუმჯობესდეს.

ბითაძის კითხვის საპასუხოდ შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სერვერებზე არსებული ტექნიკური შეფერხებების გამო კამერები პერიოდულად ითიშება, შესაბამისად, ადამიანების დაჯარიმება, რომლებსაც ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ აქვთ ვერ ხდება.

“რამდენჯერმე გაჟღერდა კითხვა, რატომ არის გამორთული კამერები, რატომ არ აფიქსირებს ავტომობილს ტექდათვალიერება გავლილი რომ არ აქვს და რატომ არ აჯარიმებს. 2021 წელს 525 375 ჯარიმა არის ამ მიმართულებით გამოწერილი, როცა 2019 და 2020 წლებში იყო ბევრად ნაკლები.

არის ხოლმე პერიოდულად შეფერხება სერვერებზე და ითიშება კამერები. ყოფილა 2 კვირა, ერთხელ თვენახევარი გაგვეთიშა [არ აკონკრეტებს რამდენი კამერა გაითიშა], აქედან გამომდინარე ვეღარ ხდება ხოლმე ამ დროს ადამიანების დაჯარიმება.”-აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

აღსანიშნავია, რომ ტექინსპექტირების რეფორმის ჩავარდნაზე საუბრობენ ბიზნესის წარმომადგენლებიც, რომლებმაც ამ საკითხზე პრემიერს ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მიმართეს.