მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის პორტის უკან, 7.7 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ადიკო ივანიშვილის ბიზნესპარტნიორმა შეიძინა

628b1fbc660fe
ნინო ტაბატაძე
23.05.22 10:34
2262

ფოთის პორტის უკან, 7.7  ჰექტარი მიწის ნაკვეთი ადიკო ივანიშვილის ბიზნესპარტნიორმა შეიძინა.

აუქციონზე მიწის ნაკვეთი, საწყის ფასზე 1 „ბიჯის“ დამატებით, 10 005 000 ლარად გაიყიდა. თანხის გადახდის შემდეგ ის „ ნეოიბერია ჯგუფის“ საკუთრებაში გადავა. კომპანია ტრანსპორტისა და გადაზიდვების სფეროში ოპერირებს და ნინო ჩხარტიშვილს ეკუთვნის, რომელიც 2014 წლიდან კომპანიის 100%-იანი მეწილეა.

ფოთის პორტის უკან, 7.7  ჰექტარის მიწის ნაკვეთზე საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, მყიდველმა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები უნდა ააშენოს, ხოლო ამ უძრავი ქონების ნაწილი - 100 ბინა შემდეგ მთავრობას უსასყიდლოდ გადასცეს.

ნინო ჩხარტიშვილის სახელი კიდევ რამდენიმე კომპანიაში ფიგურირებს: „კაუკასუს ინტერმოდალ ცენტერი“, “ნეოიბერია ლოგისტიკი” (ნინო ჩხარტიშვილი- 33%, შორენა ბარქაია - 33%, დავითი ფირცხალავა - 33%, გულადი გვასალია - 1%), “ნეოიბარია ტერმინალი” (დავით შარაშიძე - 34% თინათინ მეგრელიშვილი - 33%, ნინო ჩხარტიშვილი 33%) და ასევე “ტერმინალი ნეოიბერია” - სწორედ ამ კომპანიაში ფიგურირებს 5%-იანი წილით ბიძინა ივანიშვილის ძმა - ადიკო ივანიშვილი. კომპანიის მფლობელებს შორის ასევე არიან: ნინო ჩხარტიშვილი 42.5%, დავით შარაშიძე 42.5% , ზაზა მეგრელაძე 10%. 2018 აპრილში კომპანიის მფლობელებმა ლიკვიდაციის პროცესის რეგისტრაცია გახსნეს, თუმცა დოკუმენტაციაში ხარვეზის გამო, საჯარო რეესტრის სააგენტომ პროცესი შეაჩერა.

ნინო ჩხარტიშვილის „ნეოიბერია ჯგუფი“ დაკავშირებულია კომპანიებთან: „ქეისიბი ალიანსი“ და „ნეოიბერია პლიუსი“.