მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FLYONE Armenia საქართველოში რეგულარული ფრენების დაწყებას გეგმავს

61f8f64ce8cf8
მარიამ ვარადაშვილი
01.02.22 13:04
726
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყებას გეგმავს.

ავიარეისები ერევანი - თბილისი - ერევნის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

სააგენტო ცნობითვე, FLYONE Armenia-ს ფრენის განაცხადი მოთხოვნილ პერიოდზე (2022 წლის 31 იანვრიდან 26 მარტის ჩათვლით) სრულად დააკმაყოფილა, თუმცა ოპერირების დაწყების ზუსტი თარიღი ავიაკომპანიის მიერ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სააგენტოს მიერ FLYONE Armenia-ს ოპერირების ნებართვა 31 იანვარს მიენიჭა.