მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეში 7-8 ათასი აცრით 70%-იან მაჩვენებელს ვერ მივაღწევთ - ზოიძე

61fbf55492186
მარიამ ვარადაშვილი
03.02.22 20:22
588
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ვაქცინაციის არსებული ტემპით მთავრობას ახალ სამიზნე მაჩვენებლამდე 70%-მდე მიღწევა გაუჭირდება.

როგორც ზოიძემ “ტვ პირველის” ეთერში თქვა, მთავრობამ უნდა გააგრძელოს წამახალისებელი ღონისძიები აცრების რაოდენობის ზრდის მიზნით. 

“რა მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ჩვენი მოქალაქეების 70% აცრილი გვეყოლება? დღეში 7-8 ათასი აცრით ამას რა თქმა უნდა, ვერ მივაღწევთ. ვაქცინაციის კამპანიის ინტენსივობაში თვისობრივი ცვლილება უნდა მოხდეს. კერძოდ, ეს უნდა მოხდეს წახალისების მექანიზმების გაფართოებით. მოქალაქეებს მხოლოდ პირველ დოზაზე არ უნდა ეძლეოდეთ [თანხა], არამედ აუცილებელია რომ მაქსიმალურად მოვიცვათ 50 წელზე მეტი მოქალაქეები ბუსტერ-დოზით. ომიკრონის შემთხვევაში ვაქცინის ორი დოზა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ინფექციის გადაცემა შევაკავოთ. მძიმე ავადმყოფობისგან და ჰოსპიტალიზაციისგან დაცვას რა თქმა უნდა, ორი დოზა უზრუნველყოფს, მაგრამ ბუსტერ დოზა ამ დაცვას 85-90%-მდე ზრდის”, - ამბობს ზოიძე.

შეგახსენებთ, წახალისების 200–ლარიანი სქემა სახელმწიფომ ვაქცინაციის მაჩვენებლის გასაზრდელად გასული წლის დეკემბერში წამოიწყო. საკოორდინაციო საბჭოს იანვარში მიღებული გადაწყვეტილებით კი, 50 წლის და ზემოთ პირები კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემთხვევაში 200-ლარიან დანამატს თებერვლის განმავლობაშიც მიიღებენ. წამახალისებელი მექანიზმი დაწესდა ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაშიც.