მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიციელები, სასწრაფოს პერსონალი - ვის გაეზარდა ხელფასი პირველი ივლისიდან?

5efd8d7818c30
BM.GE
02.07.20 11:26
892
1 ივლისიდან საქართველოსთვის მსახურებაში მყოფ ადამიანებს გაეზარდათ ხელფასი - ეს გახლავთ პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი სრულად, სოფლის ექიმები და ექთნები, სოციალური აგენტები - ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენზე და ჩვენს მოქალაქეებზე , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 1 ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია იქნება 250 ლარი, ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობენ 300 ლარი.

„გარდა ამისა, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთხელ და სამუდამოდ ერთი მხრივ პენსიის გაზრდის და მეორეს მხრივ იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლის გამოც, როგორც შედეგი პენსიის ზრდა ყოველ წლიურად მიება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელს, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების პენსიის საკითხი ვეღარასოდეს ვეღარ გახდება პოლიტიკური სპეკულირების საგანი. ეს არის მიღწევა, რომელიც ჩვენ ყველამ პარლამენტთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებები მივიღეთ. გარდა ამისა მოგეხსენებათ, რომ 1 ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია იქნება 250 ლარი, ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობენ 300 ლარი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.