21.ოქტომბერი .2020 22:21

“პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა” - ყოფილი მძევალი

views 759
უკან

"სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს", – ამის შესახებ "ფეისბუქზე" ირაკლი კვარაცხელია წერს, რომელიც ზუგდიდში "საქართველოს ბანკში" შეჭრილი ბოროტმოქმედის მიერ აყვანილ მძევლებს შორის ერთ-ერთი იყო. 

"პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ ალბათ და თქვენს მესიჯებს შემდეგ გავეცნობი", – წერს ყოფილი მძევალი.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ბოროტმოქმედი დღეს შეიჭრა, მან 23 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედი 500,000 დოლარს ითხოვდა.

ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა