ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია საქართველოში 2019 წლის ივლისიდან აკრძალულია, თუმცა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული მონიტორინგის შედეგებით ირკვევა, რომ ქვეყნის მასშტაბით პარკების მწარმოებელი 51 ობიექტი შეამოწმეს, საიდანაც 37 დაჯარიმდა. ხოლო თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ 2021 წელს ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების ან მათი შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატის არქონის გამო, 250-ზე მეტი ობიექტი დააჯარიმა, საიდანაც ზოგიერთი ქსელური მარკეტის შემთხვევაში, დარღვევა ათეულობით შემთხვევაში განმეორდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, როგორც BMG-ის მერიაში უთხრეს, მსხვილ ქსელურ მაღაზიებს დარღვევები აღარ ჰქონიათ, მცირე ზომის მაღაზიების შემთხვევაში კი დაჯარიმების 30 ფაქტი გამოვლინდა.
რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, მირანდა მანჯგალაძე გამორიცხავს, რომ ქსელურმა მარკეტებმა მიმწოდებლებისგან პროდუქტი შესაბამისი დოკუმენტაციის არქონის გარეშე მიიღონ. როგორც მანჯგალაძე BMG-სთან ინტერვიუში განმარტავს, თანამშრომლობის ფარგლებში რითეილერი მიმწოდებელს კანონთან შესაბამისი პროდუქციის შესყიდვაზე ურიგდება, ხოლო ნებისმიერი ტიპის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისმგებლობას მწარმოებელი კომპანია იღებს.
„გამოვრიცხავ რომ რითეილერებს არ ჰქონდეთ რაიმე მოწესრიგებული და შესყიდვის დროს რაიმე იყოს გაპარული, ვინაიდან ეს მარტივად სამართავი პროცესია. მათ ერთადერთი უნდა იცოდნენ ის, თუ რა არის კანონით მოთხოვნილი, რათა სპეციფიკაცია გაიწეროს და ისინი ამას აკეთებენ. ისინი სპეციფიკაციის შესაბამის ნაწარმს ითხოვენ მომწოდებლისგან, რომელიც ხდება ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. მასზე პასუხისმგებლობას იღებს მომწოდებელი. რითეილერი და საცალო მოვაჭრე იმ მოთხოვნით იღებს პროდუქციას, რასაც ხელშეკრულებაში აყალიბებს.
თუ შემმოწმებელი შედის რომელიმე ობიექტზე და რაიმე ხარვეზია, შემდეგ უკვე ჩვენი საცალო მოვაჭრე მიმართავს მომწოდებელს და რეგრესის მეთოდით მოითხოვს ყველა იმ დარღვევაზე პასუხისმგებლობას, რაც კონკრეტულ სიტუაციაში იქნება დაფიქსირებული.
ფასი რომ გადამწყვეტი მომენტია, ამას გიდასტურებთ, ყველა მოვაჭრე ეძებს ისეთ პროდუქტს, რომელიც იქნება გამძლე და შესაბამისი რეგულაციასთან, ამ ორის გათვალისწინებით ფასი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. არ გამოვრიცხავ რომ ისინი თანამშრომლობენ ისეთ კომპანიებთან, რომელიც ყველაზე ოპტიმალურ ფასს სთავაზობენ“, - აცხადებს მირანდა მანჯგალაძე.
ცნობისთვის, კანონის მიხედვით პარკებზე კონტროლს სამი უწყება ახორციელებს. საბაჟოზე მონიტორინგი შემოსავლების სამსახურს ევალება, ადგილობრივ საწარმოებს გარემოს ზედამხედველობის სააგენტო, ხოლო ბაზარზე მოხმარებას მუნიციპალიტეტები ამოწმებენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი